პარლამენტმა დააგვიანა მაუწყებლის საკითხის განხილვა - ელისო ჩაფიძე

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 12:51

ვფიქრობ, რომ პარლამენტმა დააგვიანა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვა, იმიტომ, რომ ცალკეული უფლებაშელახული ადამიანები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოგვმართავდნენ ჯერ კიდევ ოქტომბერში და ნოემბერში, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ელისო ჩაფიძემ ქუთაისში, პარლამენტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, შემუშავებულია და მიმდინარეობს პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.

როგორც ჩაფიძემ აღნიშნა, პარლამენტი კანონპროექტის განხილვას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები სიტყვით გამოვლენ, ისინი თავიანთ განცხადებებში საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხსაც შეეხებიან.

 ცნობისთვის, ის კანონპროექტი, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებას, განსახილველად პარლამენტში იქნა შეტანილი და საკანონმდებლო ორგანომ უკან დაუბრუნა ავტორებს. კანონპროექტი, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ამ კვირის ბოლომდე ან იმ კვირის დასაწყისში გახდეს განხილვის თემა პარლამენტში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39