საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, გერმანიაში იმყოფება

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 12:41

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კარსტენ ვილკეს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში გერმანიის გამოცდილების გაზიარებას. ვილკემ დელეგაციის წევრებს გააცნო ჰესენის ტყეების მართვის ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის. აგრეთვე დეტალურად წარმოადგინა სამინისტროში არსებული სატყეო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების სტრუქტურა, განმარტა სატყეო მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ჰესენის სატყეო საწარმოს სტრუქტურა და ფუნქციები.

"ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციას მინისტრის ხელმძღვანელობით. დელეგაციის მიზანია მიიღოს ინფორმაცია ჩვენი სატყეო დეპარტამენტის ინსტიტუციური მოწყობის და მისი ფუნქციების განაწილების სქემის შესახებ სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის,” -კარსტენ ვილკე, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ვილკემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სატყეო სექტორის როლზე მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის უზრუნველყოფაში.

ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43