რონალდოს მანჩესტერული ვოიაჟი ინგლისელთა მარცხით დასრულდა

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 03:14


ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილის, მანჩესტერ-რეალის მეორე რაუნდში, დაძაბულ ბრძოლაში, მადრიდულმა კლუბმა იმარჯვა ანგარიშით - 1-2. შეგახსენებთ, რომ  პირველ რაუნდი 1-1 დამთავრდა, რაც უფრო ამძაფრებებდა მეორე მატჩისადმი მოლოდინს.

თამაშმაც გაამართლა, მაყურებელმა უდიდესი სანახაობა იხილა, 90 წუთის განმავლობაში ტემპი არ დავარდნილა, ოლდ ტრაფორდმა უდიდეს მატჩს უმასპინძლა! პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ანგარიში გაიხსნა მანჩესტერელთა სასარგებლოდ, თითქოსდა უპირატესობა ხელში იგდეს ინგლისელებმა, მაგრამ 57 წუთზე მსაჯის მიერ ამოღებულმა წითელმა ბარათმა მთლიანად შეცვალა თამაშის მსვლელობა. თურქმა არბიტრმა ნანი გააძევა საკამათო სიტუაციაში, რეალმაც შეუტია კაცნაკლულ იუნაიტედს. 3 წუთნახევრიან მონაკვეთში კი შეცვლაზე შემოსულმა მოდრიჩმა და რონალდომ მთლიანად შემოატრიალეს თამაშის მსვლელობა. ანგარიში 1-2 გახდა, იყო კიდევ თამაშის დამთავრებამდე სახიფათო მომენტები, საკამათო სიტუაციებიც, თუმცა მას თამაშის ანგარიშზე გავლენა აღარ მოუხდენია.

მადრიდის რეალი მეოთხედფინალშია!

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41