შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის ცერემონიას დაესწრება

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 20:26

შსს-ს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის ცერემონიას, xval, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ილია ნადერილოვა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ხუციშვილიდა სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა აშშ-სსაელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა.

შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა: ინტერაქტიული დაფა, კომპიუტერული ოთახი, ვიდეოკონტროლის აპარატურა, პროექტორი, თითის ანაბეჭდების სკანერი, სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების ოთახი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შემოწმებისთვის საჭირო ტექნიკა.

შსს–ს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის მიზანია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების პირადი შემადგენლობის რეალურ ვითარებასთან მიახლოვებულ პირობებში სწავლება.

სწავლების ასეთი ფორმა ხელს შეუწყობს ურთიერთშეთანხმებული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, საზღვრის ეფექტურდაცვას და მგზავრთა ნაკადის მაღალხარისხიანმომსახურებას.

იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნასთან ერთად, დაიწყება აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე - „საზღვრის კონტროლის მართვა“, რომელსაც ამერიკელი ექსპერტები წაუძღვებიან. ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები,15 მარტს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46