რუსეთის პროკურატურას ჟერარ დეპარტიესთვის ბინის გადაცემის კანონიერების შესწავლას სთხოვენ

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 19:50

ნოვოსიბირსკელი როსტისლავ ანტონოვი გენერალურ პროკურატურას მიმართავს, რათა  დაინტერესდეს ჟერარ დეპარტიესთვის  ბინის გადაცემის საკითხით და შეამოწმოს მისი კანონიერება. 

როგორც ანტონოვი აცხადებს, ფრანგი მსახიობისთვის გროზნოში ბინის მიღება  საბინაო კოდექსის დარღვევით მოხდა და აკონკრეტებს, რომ მისთვის ბინის გადაცემაზე კონტრაქტი სოციალური კუთხით გაფორმდა. ასეთი ხელშეკრულება კი მხოლოდ ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი  ადამიანების ფართით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ფრანგ მსახიობსა და ახლა რუსეთის მოქალაქეს ჟერარ დეპარტიეს გროზნოში ხუთოთახიანი ბინა რამდენიმე კვირის წინ აჩუქა. კადიროვის განცხადებით, მან მსახიობს გაფორმებულ ბინის საბუთები გადასცა და ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეობაც მიანიჭა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5