დავით ნარმანიამ და შოთა მურღულიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 18:50

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

მინისტრმა, მოადგილესთან და თანმხლებ პრებთან ერთად ანაკლიაში ზღვის სანაპირო ზოლი დაათვალიერა, სადაც 2 კმ-ის სიგრძეზე ნაპირდაცითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე წვიმების შედეგად სისტემატურად ირეცხება სანაპირო, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის ანაკლიას და მის მაცხოვრებლებს.

დავით ნარმანიამ და შოთა მურღულიამ ანაკლიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომლის დასრულებაც აგვისტოში იგეგმება.

ასევე, მოინახულეს ტერიტორია, სადაც დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიის მაცხოვრებელთა და კურორტის სტუმრებისათვის წყლის დებეტის გაზრდის მიზნით. ტენდერი აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ზუგდიდი - ანაკლიის სავვტომობილო გზის ანაკლიამდე მისასვლელი მონაკვეთიც დაათვალიერეს. გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით ხორციელდება. თუმცა, კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს მეტად ნელი ტემპით ახორციელებს, რის გამოც მინისტრმა აღნიშნულ კომპანიას 1 კვირიანი ვადა მისცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაჩქარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნულ პროექტზე ტენდერის ხელახალი ჩატარების საკითხი დადგეს.

ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანიამ და შოთა მურღულიამ ქალაქ ზუგდიდში ის ტერიტორიაც მოინახულეს, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 8 კორპუსიანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობაა დაგეგმილი. ტენდერი აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად უკვე გამოცხადებულია. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) გრანტითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით გახორციელდება. მინისტრმა მოუწოდა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ბიზნესმენებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში და განაცხადა, რომ ტენდერი ნულოვანი მიკერძოებისა და გამჭვირვალეობის სრული დაცვის პირობებში ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41