მაია ფანჯიკიძე თომას ჰამარბერგს შეხვდა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 18:44

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, თომას ჰამარბერგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით და ამ კუთხით, ევროკავშირის მრჩევლის შესაძლო კონტრიბუცია და რეკომენდაციები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ და მზაობა ისეთი საერთო ევროპული ფასეულობების დაცვისა და ხელშეწყობისათვის, როგორიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებები და ძირეული თავისუფლებები.

შეხვედრაზე ყურდღება გამახვილდა, აგრეთვე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ კონკრეტულ პრიორიტეტებზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44