იმ სასწავლებელში, სადაც თეა წულუკიანმა მიიღო განათლება, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებიც სწავლობდნენ - რენო სალენსი

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 18:31

"ბოლო 60 წლის განმავლობაში, ამ სკოლაში საფრანგეთის თითქმის ყველა პოლიტიკოსმა ისწავლა. მათ შორის იუსტიციის მინისტრებიც იყვნენ. დიპლომის მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ სახელმწიფო საბჭოს წევრი და ასევე აუდიტის სამსახურში დაიწყოთ მუშაობა. მაგისტრის წოდების მიღების შემდეგ შეგიძლიათ პროკურორის თანამდებობა დაიკავოთ", - ამის შესახებ განცხადება საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა,რენო სალენსმა გააკეთა.

მისი თქმით, თეა წულუკიანს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში მიღებული განათლება და ასევე ის ტრენინგები, რაც გავლილი აქვს იუსტიციის მინისტრს, იურისტის კვალიფიკაციას ანიჭებს.

თეა წულუკიანის უმაღლესი განათლებით საზოგადოება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა, რომლის თანახმად წულუკიანის უმაღლესი იურიდიული განათლება ეჭვქვეშ დგებოდა.

საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით კი განათლება, რომელიც თეა წულუკიანს აქვს მიღებული, საქართველოს კონსტიტიუციის მიხედვით, მას იუსტიციის მინისტრის პოსტის დაკავების უფლებას არ აძლევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41