ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 18:45

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ვიზიტის ფარგლებში,  ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ესპენ ბართ ეიდეს შეხვდა.

შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და ქვეყანა განაგრძობს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ. ამასთან, ალექსი პეტრიაშვილმა ნორვეგიულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისათვის საქართელოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ამ პროცესის დინამიკის შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებასთან დაკავშირებით. ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის სტატუსის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.

ალექსი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესში ნორვეგიის მთავრობის მიერ განხორცილებული პროგრამების მნიშვნელობას, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების კუთხით. განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის დევნილთა საბჭოს (NRC) მიერ ქართული მხარისათვის გაწეული დახმარების ენერგო-სექტროში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. სახელმწიფო მინისტრმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ნორვეგიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ავღანეთის ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საერთაშორისო მისიის ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. „ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.

დღესვე, ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის წევრებს: კომიტეტის მეორე თავმჯდომარე სნორრე ვალენს და დეპუტატებს-ტორე ნორდტუნს, მორტენ ჰოგლუნდს და კარინ ვოლდსეთს შეხვდა. შეხვედრაზე ნორვეგიელ პარლამენტარებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. მხარეებმა, ასევე, საქართველო-ნორვეგიას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ნორვეგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრ ანნე-გრეტე სტრომ-ერიქსენთან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41