ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის სექტორის მენეჯერს შეხვდა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 18:30

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის სექტორის მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში, ივაილო იზვორსკისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მიმდინარეობაზე, ქვეყნის განვითარების სტრატეგიასა და უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

ივაილო იზვორსკიმ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი კვლავ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რათა გაუმჯობესდეს მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაიზარდოს სამუშაო ადგილების რაოდენობა და ქვეყანა აქტიურად ჩაებას გლობალურ ეკონომიკასა და ვაჭრობაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46