ჩვენ არ ვერევით ამ ტელევიზიაში, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობა უნდა ერეოდეს - ეკა ბესელია

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 18:19

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ ამბებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მზად არის დაინტერესდეს იმ საკითხებით, რაც ტელევიზიაში დგას და მაქსიმალურად გაუწიოს დახმარება.

"ჩვენ არ ვერევით ამ ტელევიზიაში, მაგრამ არ უნდა ერეოდეს არც "ნაციონალური მოძრაობა", ჩემი კომიტეტი ამ საკითხებით დაინტერესდება, რამდენადაც გვაქვს ამის კომპეტენცია და მაქსიმალურად დავეხმარებით იმისთვის, რომ ყველა სახის გავლენისგან გათავისუფლდეს ეს ტელევიზია", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და მის გათავისუფლებას თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46