„რომპეტროლმა“ და „ARAY Tomorrow“-მ ერთობლივი წამახალისებელი აქცია დაიწყეს

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 17:28

კომპანია „რომპეტროლ საქართველომ“ და „ARAY Tomorrow“-მ წამახალისებელი აქცია დაიწყეს. 4 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, ნებისმიერი მომხმარებელი „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებში 10 ლიტრზე მეტი საწვავის ჩასხმისას „ARAY Tomorrow“-ს სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებს.

„რომპეტროლ საქართველოს“ მენეჯმენტის განცხადებით, ათდღიანი აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება.

„ერთობლივი აქციის პირობები მარტივია: ყოველი 10, 25 და 50 ლიტრი საწვავის ჩასხმისას მომხმარებელი საჩუქრად 20, 50 და 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლითაც შეძლებს „ARAY Tomorrow“-ს მაღაზიათა ქსელში შესაბამისი ფასდაკლების მიღებას. ამ აქციის მიზანი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც „რომპეტროლის“ ერთგული მომხმარებლების და პოტენციური კლიენტების წახალისება და კეთილგანწყობის ამაღლებაა. გასულ წელს ანალოგიურმა აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მიხარია, რომ ამჯერად მომხმარებელი კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით ისარგებლებს,“- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.

„ARAY Tomorrow“-ს მენეჯმენტის ცნობით, ვაუჩერების დაგროვება მომხმარებელს შეეძლება არაუმეტეს 200 ლარისა. ფასდაკლებით სარგებლობა კი 15 მარტიდან 10 აპრილამდე ქსელის ნებისმიერ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.

„გასული წლის აქციისაგან განსხვავებით, მომხმარებლები კიდევ უფრო დახვეწილი და მოხერხებული პირობებით ისარგებლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი „რომპეტროლის“ ქსელში მიღებული რამდენიმე ვაუჩერით 200 ლარს დააგროვებს, მას შეეძლება თავად გადაწყვიტოს ერთ თუ რამდენიმე სახის ტექნიკაზე გამოიყენებს ფასდაკლებას. მომხმარებლისთვის ამ აქციაში მონაწილეობა ასევე იმითაც არის საინტერესო, რომ „ARAY Tomorrow“-ს ქსელში ამჟამად ფასდაკლებების აქციები მოქმედებს. გვიხარია, რომ ტრადიციას არ ვღალატობთ, ვმონაწილეობთ ამ აქციაში და „რომპეტროლთან“ ერთად მომხმარებელს ჩვენს მაღაზიათა ქსელში შესანიშნავ ფასდაკლებას ვთავაზობთ,“- აცხადებს კომპანია „ARAY Tomorrow“-ს მარკეტინგის დირექტორი თინათინ დიდავა.

საქართველოს მასშტაბით „ARAY Tomorrow“ 12 მაღაზიას ფლობს და საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ხარისხიან და ორიგინალურ საყოფაცხოვრებო ტექნიკას სთავაზობს, საუკეთესო ფასად.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46