გიორგი ბარათაშვილი დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართავს

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 16:42

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გიორგი ბარათაშვილმა განცხადება გააკეთა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარებისთვის მიმართავს. ბარათაშვილის განცხადებით, პრობლემა არამარტო მას, არამედ მაუწყებლის ყველა თანამშრომელს ეხება.

"სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსამართლოა. მინდა, ერთი რამ ვთქვა: 28 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ გამომიცხადა ნდობა, გამიფორმა ექვსწლიანი ხელშეკრულება სწორედ იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო კრიზისი, მე ვიყავი კარგი მენეჯერი და გავართმევდი თავს კრიზისის მართვას. 4 თებერვალს სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ შემუშავებული რეორგანიზაციის გეგმა, 4 მარტს კი სამეურვეო საბჭომ მე გადამაყენა თანამდებობიდან. ამ რეორგანიზაციის პერიოდში, ჩემდა სამწუხაროდ, ტელევიზია დატოვა 143-მა ადამიანმა და როცა ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ერთ საკადრო გადაადგილებაზე და არა სამსახურიდან გაშვებაზე, მოხდა ის, რაც მოხდა. სამეურვეო საბჭომ მე გადამაყენა თანამდებობიდან", - განაცხადა ბარათაშვილმა.

გიორგი ბარათაშვიშლის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხვალ სასამართლოში გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46