გარემოს დაცვის სამინისტრომ ლილოს ნაგავსაყრელზე დარღვევები გამოავლინა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 17:18

გარემოს დაცვის სამინისტრომ თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის (ლილოს ნაგავსაყრელის) გარემოსდაცვითი შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობა.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების სამმართველოს ინსპექტორების მიერ ქალაქ თბილისის მერიის მიმართ, საქართველოს სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული კოდექსის 79 მე-2 პრიმა მუხლით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმდა ქალაქ თბილისის მერიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობის მიზნით 2010 წლის 24 მარტს გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მდგომარეობა.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5