არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ფილმის გადაღებას სწავლობენ

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 16:56

არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადებისა და საზოგადოებაში მათი თვითდამკვიდრებისთვის ხელშეწყობის მიზნით, ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო და არასამთავრობო მედიაორგანიზაცია „გოუ ჯგუფი“ ერთობლივ პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ექვსი რუსთაველი პირობით მსჯავრდებული ვიდეო და ფოტო გადაღების ტექნიკის დასაუფლებლად სასწავლო კურსს გადის.

ორმა მათგანმა უკვე დაასრულა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღება. ერთი ფილმი მცხეთის ერთ-ერთი სალოცავის დარაჯის, ხოლო მეორე - დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები გოგონას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ამჟამად არასრულწლოვნები სამონტაჟო პროგრამას სწავლობენ და პარალელურად გადაღებულ ვიდეომასალას ამონტაჟებენ.

ექვსთვიანი პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება პრობაციონერების ნამუშევართა სოციალურ ქსელებში დემონსტრირება, ავტორები კი შესაბამის ჰონორარს მიიღებენ.

პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა პრობაციონერებს მიღებული ცოდნა მომავალში გამოადგებათ და შესაძლოა ფილმების გადაღება მათ პროფესიადაც კი იქცეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46