ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 6 პირის ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 16:39

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 6 პირის ადვოკატების შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ეკა არეშიძემს გადაწყვეტილებით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისია და ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს, რომ ბრალად შერაცხული დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს და შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძის, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიას, გიორგი ქიტუაშვილის და ალექსანდრე გორდაძის საქმის არსებითი განხილვა 18 მარტს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46