სააკაშვილი უკვე საშიშია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის - ედუარდ შევარდნაძე

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 15:52

ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ 9 წელი ამ ქვეყანას სააკაშვილი მართავდა, - ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა. ედუარდ შევაცდნაძემ გაზეთ "ასავალ-დასაავალთან" საუბრისას განაცხადა.

ექსპრეზიდენტის შეფასებით, მიხეილ სააკშვილი საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და საზოგადოებას მოუწოდებს არ აჰყვეს "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას.

"სააკაშვილი უკვე საფრთხეა, სერიოზული საფრთხე. ხაზგასმით ვამბობ, სააკაშვილი უკვე საშიშია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. 19 აპრილს კიდევ ერთ ტრაგედიას გეგმავენ. 8 თებერვალი იყო რეპეტიცია. კიდევ ერთხელ ვურჩევ ხალხს, არ აყვნენ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას, რადგან არ გამოვრიცხავ, მოხდეს ტრაგედია",- განმარტავს შევარდნაძე.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო დაცვით სარგებლობაზე უარის თქმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრედიდენტი დაცვის გარეშე სიარულ დიდხანს ვერ გაბედავს.

"ელექტრომობილით გასეირნება იმაზე მეტყველებს, რომ ეს კაცი კარგად ვერ არის. გამომდინარე აქედან, ახლა იმაზე უფრო ვნერვიულობ, აზერბაიჯანში ვიზიტით მან ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა ხომ არ გააფუჭა. რაც შეეხება დაცვის გარეშე სიარულს, არა მგონია, ეს დიდხანს გაბედოს, რადგან იცის, სადაც მიდის, დიდი სიყვარულით არსად ხვდებიან. გასულ კვირას სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან საშიში იყო ქვეყნისათვის. ან ღირს კი საერთოდ იმაზე კომენტარი, რომ პატრიარქის რუსეთში ვიზიტის "საიდუმლო" დეტალი რომ "გაგვიმხილა" და ქართული ბანკები რუსულ ბანკებს რომ "უყიდიათ"? მძიმე სიტუციაა და ამას მხოლოდ ერთი სახელი ჰქვია - ეს ადამიანი ვეღარ აზროვნებს და "ბლეფებით" იკვებება",- აცხადებს ედურად შევარდნაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44