პანტომიმის თეატრს ქუჩაში დარჩენა ემუქრება

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 15:39

რუსთაველის N37-ში მდებარე შენობას, სადაც 30 წელია თეატრია განთავსებული, 1 ლარად არის გაყიდული. ამის შესახებ დღეს თეატრის დამფუძნებელმა ამირან შალიკაშვილმა დასის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შალიკაშვილის თქმით, შენობის გაყიდვის შესახებ, თეატრის ადმინისტრაციისთვის არავის უცნობებია. პანტომიმის თეატრის შენობა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახალმა ოფისმა" 1 ლარად შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45