პრეზიდენტი და პრემიერი ნატოს და ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართავენ

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 15:44

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ნატოსთვის და ევროკავშირისთვის ერთობლივი წერილის გაგზავნის წინადადებით მიმართავს. პრეზიდენტმა ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა და პრემიერმა ამის შესახებ გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

"მინდა, დავადასტურო ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერმა ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროკავშირს და ნატო-ს, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, მიუხედავად ჩვენი შიდა პოლიტიკური განსხვავებების, რათა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსი. ჩვენი გუშინდელი შეხვედრა არ უნდა დარჩეს მხოლოდ შეხვედრად. მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის, რომ რაღაც სახის დიალოგი აღდგა და არ დავკარგოთ დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საგარეო კურსზე ერთობლივი განცხადების გაკეთება ურჩია, რაზეც პრემიერის თანხმობა უკვე არის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი