საქართველოში 8 მარტიდან დათბება

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 15:00

არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 6 მარტამდე გაგრძელდება. როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ,  დღეს მოსალოდნელია ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით 28 მეტრი წამში იქროლებს.

მაღალ მთაში სინოპტიკოსები ქარბუქს ელოდებიან.

6-7 მარტს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთში -5 გრადუსამდე. 7 მარტს ზოგიერთ რაიონში ჰაერი -7-დან -8 გრადუსამდე გაცივდება. თბილისში კი 7 მარტს -2-დან -3 გრადუსამდე დაფიქსირდება. სვეტლანა ნიორაძის თქმით, 8 მარტიდან მთელ საქართველოში დათბება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61