flydubai-მ სალალას მიმართულებითაც დაიწყო ოპერირება

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 14:21

ავიაკომპანია flydubai ოპერირებას ომანის სასულთნოს ქალაქ სალალას მიმართულებით იწყებს. სალალა, ომანის რეისი  5-ე ახალი მიმართულებაა. სალალას მიმართულებით პირველი რეისი მიმდინარე წლის 21 მაისს შესრულდება და კომპანია კვირაში 3 ფრენას ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განახორციელებს.

flydubai-მ ომანის დედაქალაქ მუსკატის მიმართულებით პირველი რეისი 2010 წელს შეასრულა. სალალას მიმართულებით რეისის დანიშვნით ავიაკომპანიის ქსელი სპარსეთის ყურის ყვეყნებში 14 მიმართულებამდე გაიზარდა, რითაც ავიაკომპანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ flydubai განაგრძობს დუბაისა და მეზობელ რეგიონს შორის ქსელის გაფართოებას, ტურისტული და ბიზნეს კავშირების განვითარებას ხელშეწყობას.

ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ომანი სპარსეთი ყურეში მესამე ქვეყანაა, სადაც ავიაკომპანიამ პირდაპირი რეისი დანიშნა.

„ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას გაერთიანებულ არაბეთის საემიროებსა და ომანს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვთავაზობთ რა მგზავრებს ხარისხიან და ხელმისაწვდომ საჰაერო კავშირს. მოხარული ვარ ჩვენს ოპერირების ქსელში სალალას დამატებით. ორსაათიანი ფრენის და მოსახერხებული ფრენების განრიგის წყალობით, ეს პოპულარული ტურისტული ქალაქი მეტად ხელმისაწვდომი გახდება მგზავრებისთვის, რომლებსაც სალალაში მოსახვედრად და იდეალური უიქენდის გასატარებლად ავტომობილით ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობა აღარ დასჭირდებათ“, - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.

დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი flydubai–მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50–ზე მეტ ქალაქს მოიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება. ტვირთების გადაზიდვა flydubai–მ 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო და თავისი ოპერირების ქსელის გარდა სხვა მიმართულებებსაც ემსახურება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41