საზოგადოებრივი არხის შესახებ განსხვავებულ მოსაზრებებს ვისმენ - რიჩარდ ნორლანდი

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 14:19

საქართველოში  ამერიკის  შეერთებული  შტატების  ელჩის  რიჩა რ  ნორლანდის  განცხადებით,   საზოგადოებრივი  მაუწყებელის შესახებ   საბოლოო  დასკვნას  ვერ  გააკეთებს,  რადგან  განსხვავებულ მოსაზრებებს ისმენს ამ საკითხთან დაკავშირებით.

"საკითხის პრინციპულობიდან გამომდინარე, აშშ მხარს უჭერს პრესისა და მედიის თავისუფლებას. არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებულ მოსაზრებებს ვისმენთ. ამიტომ, ახლა რაიმე სახის დასკვნას ვერ გამოვიტანთ. ეს არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ქართველი ხალხის ინტერესებშიცაა", - განაცხადა ნორლანდმა.

გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და მის გათავისუფლებას თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57