ბაჩო ახალაიას პროცესი ორ საათზე განახლდება

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 13:40

ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომა დღეს ორ საათზე განახლდება. ცნობილია, რომ პროცესზე ბრალდების მხარე მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილის საქმიდან გამოყოფაზე ცალკე განხილვას მოითხოვს.

ბაჩო ახალაიას ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ახალაიას და მასთან ერთად დაკავებულების საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ბრალდების მხარემ მოახერხა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ბაჩო ახალაიასთან მიმართებით, საზოგადოებისათვის შეექმნა მასზე დანაშაულებრივი შეხედულება. რის გამოც მართლმსაჯულება ვერ იქნება ობიექტური. აქედან გამომდინარე,  დაცვის მხარე სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.

ორ მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ადვოკატებს პატიმრობის გირაოს 50 000 ლარით შეცვლაზე უარი უთხრა.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46