გარემოს დაცვის მინისტრი გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ხელმძღვანელობას შეხვდა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 13:32

საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით, შეხვდა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ხელმძღვანელობას ქ. ფრანკფურტში, ბანკის სათავო ოფისში.

 

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ ფონ შვერინმა წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს.

ხათუნა გოგალაძის განცხადებით,  KfW-ს მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის ნათელი მაგალითია KfW-ს მიერ ბათუმის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

მინისტრი აგრეთვე შეხვდა KfW-ს ევროპისა და აზიის გენერალურ დირექტორს როლანდ სილერს. საუბარი ძირითადად ეხებოდა გარემოს დაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმას და სამინისტროს ფუნქციების გაზრდას. ბატონმა სილერმა აღნიშნა, რომ ბანკს დაგეგმილი აქვს კავკასიის რეგიონისთვის გამოყოფილი თანხების ერთი მესამედი მოხმარდეს გარემოს დაცვის სექტორის განვითარებას.

საქართველოს დელეგაციის გერმანიაში ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44