საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 12:55

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღეს გამოცხადდა. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

 კონკურსი ჩატარდება ზუსტად იმავე ფორმატით, რა ფორმატითაც მოხდა, ამჟამად უკვე, ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის არჩევა.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება - პირველ ეტაპზე მსურველებმა 14 მარტამდე უნდა წარადგინონ ავტობიოგრაფიების ელექტრონული ვერსია(CV),  მეორე ტურში მიღებული საბუთების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს სამეურვეო საბჭო მოუსმენს, მოხდება გასაუბრება და, სავარაუდოდ, გაიმართბა ტელედებატებიც. რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით სამეურვეო საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დირექტორის შერჩევასთან დაკავშირებით.

ახალი დირექტორის არჩევამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას გიორგი ბაქრაძე შეასრულებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46