თავდაცვის სამინისტროში სწორი კარიერული ზრდის სისტემას საფუძველი ჩაეყარა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 13:09

თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე დანიშვნა, „შერჩევის საბჭოს“ მიერ კანდიდატის პირადი საქმის შესწავლის შემდეგ მოხდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შერჩევის საბჭოს მუშაობის პრინციპს დღეს გაეცნო.

შიდაუწყებრივ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები, ასევე გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტების უფროსები დაესწრნენ.

შერჩევის საბჭო თავდაცვის უწყებაში პერსონალური მენეჯმენტის კუთხით მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. ახალი სისტემური მიდგომა თანამდებობაზე დასანიშნი და საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნი კანდიდატურების მაქსიმალურად ობიექტურად შერჩევას ისახავს მიზნად. ამ პრინციპით შერჩევისას თავიდან იქნება აცილებული არაკვალიფიცირებული კადრების თანამდებობაზე დანიშვნა ან მათი სასწავლებლად გაგზავნა, ასევე გამორიცხულია სუბირექტური ზეწოლა და პროტექციონიზმი.

„ჩემი უშუალო ბრძანებით შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც მაღალი თანამდებობების პირებს - დეპარტამენტების უფროსებს, სარდლებს და სხვა სამხედრო თანამდებობის პირებს სწორედ ამ პრინციპით შეარჩევს. მიხარია, რომ თავდაცვის სამინისტროში საფუძველი ჩაეყარა სწორი კარიერული ზრდის სისტემას. პრაქტიკულად, უკვე ძალიან დაბალი შანსი აქვს ნეპოტიზმის და სხვა პირადი განწყობების მიხედვით კანდიდატების შერჩევას. ეს არის თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს იქნება ხერხემალი იმისა, რომ სწორი კადრები სწორ ადგილას იყოს შერჩეული - ოფიცერს ჰქონდეს ზუსტად წარმოდგენილი, რომ მისი კარიერა, თავისი ნიჭის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების შესაბამისად იქნება განხორციელებული“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავდაცვის უწყებაში თანამდებობაზე დანიშვნის ახალი სისტემური მიდგომა, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო დემოკრატიის დანერგვისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული პროცესი ნატოს წევრ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია აპრობირებული მეთოდია.

შერჩევის საბჭოს პირველ სხდომაზე წევრებმა უკვე განიხილეს და გამოიყო ის კანდიდატები, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში გაიგზავნებიან. კანდიდატების შერჩევა კოდირებული (პირობითი) ნომრებით მინიჭებული პირადი საქმეების შესწავლის საფუძველზე მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41