ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 13:04

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა,  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში (NUPI) შეხვედრა გამართა.

სემინარს სახელწოდებით-”საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ-გეოპოლიტიკური არჩევანი” ქ. ოსლოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ცენტრებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ დადგა.

სახელმწიფო მინისტრმა ნორვეგიის არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების კუთხით ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრმა რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჟენევის ფორმატის , როგორც მოლაპარაკებების უმთავრესი მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

ნორვეგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილს დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ნორვეგიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე, ნორევეგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.72
  • 1.45