„სმარტი“ იტალიური ყველის „მოცარელას“ და „ბურატას“ რეალიზაციას იწყებს

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 12:53

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ექსკლუზიურად, ცნობილი იტალიური ყველის „მოცარელას“ და „ბურატას“ რეალიზაციას იწყებს. წარმოების საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტრადიციული იტალიური ყველი „ბურატა“ „მოცარელასგან“  მზადდება და შუაგულში ნაღები აქვს, რაც განსაკუთრებულ სინაზესა და გემოს მატებს მას. კამეჩის რძის „მოცარელა“ კი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროტეინებსა და კალცს შეიცავს, ახალი იტალიური ყველის ფასი „სმარტში“ 4.95 ლარიდან იწყება.

„მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს „სმარტის“ მომხმარებელი კვლავ გავანებივროთ ექსკლუზიური შეთავაზებებით. ცნობილი იტალიური ყველის „ბურატას“ და კამეჩის რძის „მოცარელას“ „სმარტში“ გამოჩენა განსაკუთრებულად გაახარებს მაღალხარისხიანი ყველის მოყვარულებს. „სმარტში“ 300-ზე მეტი სახეობის ყველის რეალიზაცია ხდება, შესაბამისად, „მოცარელასა“ და „ბურატას“ გამოჩენა დახლებზე, არჩევანის მეტ თავისუფლებას მისცემს მომხმარებელს“, - აცხადებენ „სმარტში“

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს“ 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45