საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 12:34

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არხის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამეურვეო საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხის განხილვას წინ უძღვოდა ბარათაშვილის მიერ ხათუნა ბერძენიშვილის გადაყენება და ამ უკანასკნელის მხრიდან გენერალური დირექტორის დადანაშაულება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლის და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში.

სამეურვეო საბჭოს განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან.

“საბჭო ვალდებულია დაიცვას მაუწყებელი შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენისგან. ფორმა, რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას. მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინსინუაციების საგანი.

საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, ეჭვქვეშ არ აყენებს გენერალური დირექტორის უფლებას მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევის მცდელობად იქნას ინტერპრეტირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას გიორგი ბაქრაძე შეასრულებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41