საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია

სამშაბათი, 05 მარტი, 2013 - 12:17

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. გიორგი ბარათაშვილი ბორდმა თანამდებობიდან ოფიციალურად გუშინ გადააყენა.

 უკვე ყოფილი გენარალური დირექტორის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გადაყენება მოულოდნელი იყო და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

გიორგი ბარათაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას თავის გეგმებს გააცნობს.

ბორდის გადაწყვეტილებით, დირექტორმა ვერ შეძლო თავისი მოვალეობების შესრულება და არხზე შექმნილი დაძაბული სიტუაცია ვერ აღკვეთა, რის გამოც გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და მის გათავისუფლებას თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41