საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი ბორდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 19:59

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამეურვეო საბჭოს განცხადებით, გენერალურმა დირექტორმა ვერ შეძლო თავისი მოვალეობების შესრულება და არხზე შექმნილი დაძაბული სიტუაცია ვერ აღკვეთა.

მიუხედავად ამისა, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობაზე დაბრუნდების საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და მის გათავისუფლებას თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46