თუ სასამართლო ბაჩო ახალაიას გაუშვებდა, მისი ადგილზევე აყვანა იგეგმებოდა - თეა თუთბერიძე

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 19:30

უფლებადამცველი თეა თუთბერიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეეფარდებოდა გირაო, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაკავებას ადგილზე მოახდენდა ახალი ბრალდებით.

„როდესაც დასრულდა შუამდგომდგომლობის ირგვლივ განხილვა და მოსამართლე გავიდა დარბაზიდან გადაწყვეტილების გამოსატანად, წამოხტნენ პროკურორები, და არაერთი მოწმე არსებობს დარბაზში მსხდომი ადამიანების სახით, რომლებმაც გაიგონეს, როგორ წამოიძახა ერთ-ერთმა პროკურორმა „ვსიო, უშვებს“. პროკურორები გამოვარდნენ სხდომის დარბაზიდან (როცა მანამდე ყველა შესვენების დროს დარბაზში რჩებოდნენ), გავარდნენ გარეთ და დაიწყეს ტელეფონებზე საუბარი. პარალელურად, სასამართლო შენობაში იმატა და სასამართლო თითქმის გაივსო შსს თანამშრომლებით (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებით). ორმა მათგანმა (სახელებს და გვარებს ვერ ვასახელებ), მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ თუ სასამართლო ბაჩო ახალაიას გაუშვებდა, იგეგმებოდა ადგილზევე მისი აყვანა.

მოსამართლე, საათნახევრის დაგვიანებით, წაშლილი და გაფითრებული სახით შემოდის დარბაზში და აცხადებს, რომ არ დაკმაყოფილდეს ბაჩო ახალაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა“, - განაცხადა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5