საქართველოში ეკონომიკური სტაგნაციის არანაირი ნიშნები არ არსებობს - ოთარ აბესაძე

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 18:34

საქართველოში ეკონომიკური სტაგნაციის არანაირი ნიშნები არ არსებობს, ასევე, არ შეინიშნება არც ეკონომიკის ზრდის ტემპის შეჩერება და არც საფინანსო კრიზისის ნიშნები,  - განუცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტმა ოთარ აბესაძემ "ჯეონიუსის" კორესპონდენტს.

მისი განცხადებით, საქართველოში პირიქით ხდება და გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა.

"საქართველოში ეკონომიკური სტაგნაციის არანაირი ნიშნები არ იგრძნობა, მეტიც ყველაფერი პირიქითაა. უკანასკნელი მონაცემებით, გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა და ბიუჯეტში 10 ხვედრითი წილით გაიზარდა", - განაცხადა აბესაძემ.

ამის დასტურად აბესაზეს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები მოჰყავს, სადაც იანვრის თვეში მკვეთრად გაზრდილია საქართველოს ბიუჯეტი ბიზნესის განხრით.

"წლევანდელი 22 იანვრის მონაცემებით, 2012 წლის იანვრის თვესთან შედარებით,  მცირე და საშუალო ბიზნესში ბრუნვა გაზრდილია 100 მილიონი ლარით, ეს არის 15%-ით მეტი 22 დღეში 30 დღესთან მიმართებაში, ანუ ზრდა არის თვალში საცემი. 2012 წლის იანვარში საქართველოს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები იყო 451 700 000 ლარი, 2013 წლის იანვარში 461 800 000 ლარი, ანუ 10 მილიონი ლარით მეტი. წელს იანვარის თვეში საქართველოს ბიუჯეტში შევიდა 10 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე შევიდა შარშან იმავე პერიოდში. ასევე, საქსტატის 2013 წლის იანვრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზე–ბული ვაჭრობის გარეშე) 665 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 196 მლნ. აშშ დოლარი იყო (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 468 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები)", - აღნიშნავს დოქტორანტი.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოერიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, როგორიც მან ბანკებთან დაკავშირებით გააკეთა.

"პრეზიდენტი უნდა მოერიდოს მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას, რადგან ბანკების თემაზე დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მას, მეორე დღესვე თავის მართლება მოუწია", - განაცხადა აბესაძემ.

 ნუგო სოტკილვა

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5