ქვეყანაში არავითარი არეულობები არ მოხდება - ბიძინა ივანიშვილი

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 17:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ქვეყანაში არავითარი არეულობები არ მოხდება,  მიუხედავად სხვისი სურვილისა. განცხადება პრემიერმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ გვქონდა სხვა ტიპის საუბრები, მე დავარწმუნე ის, რომ არანაირი არეულობა არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ამის სურვილი აქვთ. არ მოხდება და ვერ მოახერხებს ვერავინ ქუჩაში დაპირისპირების გადატანას და საქართველოში არეულობის მოწყობას. მე ამის გარანტიას საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაძლევ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტმა შეხვედრის დეტალებზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის პირველ სართულზე ისაუბრა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა – მე-12 სართულზე. პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა კი, კანცელარიის მე-11 სართულზე, საპრეზიდენტო რეზიდენციაში დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46