შეხვედრა იყო შეხვედრისთვის - ბიძინა ივანიშვილი

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 17:19

"შეხვედრა იყო შეხვედრისთვის" - ამ შეფასებით საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრა შეაფასა.

მისი განცადებით, მას სამჯერ შეახსენა, თუ რა საკითხებზე იყო შეხვედრა დაგეგმილი და თვლის, რომ შეხვედრა დაუგეგმავი იყო პრეზიდენტის მხრიდან.

"მე რამდენჯერ შევახსენე სააკაშვილს, რომ მისი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა და იქნებ ჩამოეყალიბებინა, რისი თქმა სურდა. რამდენიმე შეხსენების შემდგომ მას არ ჰონდა დალაგებული ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, მე ეს დასკვნა გამოვიტანე", - განაცხადა ივანიშვილმა.

ასვე მისი განცხადებით პრეზიდენტთან სამ საკითხზე ჩამოყალიბდნენ.

პირველი, მედია უნდა გათავისუფლდეს ყოველგავრი ზეწოლისაგან, მეორე სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და, მესამე, შეწყდეს მასიური დევნა და ზეწოლა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე.

"პირველი თხოვნა, რომ მე მედია უნდა გათავისუფლო ყოველგვარი ზეწოლისგან, მერე მითხრა, რომ სასამართლო უნდა გავათავისუფლო ზეწოლისაგან და მესამე იყო, რომ უნდა შეწყდეს მასიურად დევნა და ზეწოლა ხალხზე", - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, "ჩემი შენ გითხარიო".

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტმა შეხვედრის დეტალებზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის პირველ სართულზე ისაუბრა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა – მე-12 სართულზე. პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა კი, კანცელარიის მე-11 სართულზე, საპრეზიდენტო რეზიდენციაში დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45