რომ გითხრათ, კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ თანამდებობაზე, სიცრუე იქნებოდა - მიხეილ სააკაშვილი

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 16:52

" ჩემთვის ასეთი უმოქმედობა არის მძიმე ტვირთი, რომ გითხრათ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ თანამდებობაზე დღევანდელ ვითარებაში, ეს იქნებოდა სიცრუე. ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უარს არ ვამბობ პრეზიდენტობაზე, არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ დემოკრატიული სივრცე, შევქმნათ დემოკრატიული ჩარჩო საკონსტიტუციო სტაბილურობის და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვის თუ არა, რაღაც სახის ცივილური ურთიერთობების გარკვევის. ეს არის ჩემი მთავარი ფუნქცია და მთავარი მოვალეობა", - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მოვიდა, მისი ყოველდღიური საქმიანობა შეიცვალა. მისი თქმით, ის მიჩვეული იყო ყოველდღიურად სხდომებზე და შეხვედრებზე დასწრებას, ახალი ობიექტების შენებას, მათ გახსნას და ამ ყველაფერზე თვალყურის დევნებას.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მისი საქმიანობა შეიცვალა და არაკომფორტულად გრძნობს თავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5