დაკარგული გემი-მოჩვენება ერთი თვის შემდეგ კვლავ გამოჩნდა

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 16:34

ამერიკელმა მზვერავებმა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს რუსული საკრუიზო გემი «Любовь Орлова», რომელიც ერთი თვის წინ გაუჩინარდა.

 

გემი, რომელზეც ყველანაირი მოწყობილობა და ტექნიკა გამორთულია და, რა თქმა უნდა, არ იმყოფება არც ერთი ადამიანი, ნელი დინებით მიცურავს 2400 კილომეტრის დისტანციაზე ირლანდიის დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით.

თებერვლის დასაწყისში, გემი-მოჩვენება შემჩნეული იყო სხვა გემიდან, თუმცა მალევე გაქრა ხედვის არეალიდან რამაც მეზღვაურების გაოცება გამოიწვია, რადგან ოკეანეში გემის ჰორიზონტიდან უეცრად გაქრობა წარმოუდგენელი მოვლენაა.

გემი «Любовь Орлова», კანადაში 2010 წელს დააკავეს მფლობელის ვალების გამო. მეზღვაურები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ტოვებდნენ გემს და ელოდებოდნენ თავიანთი სახელფასო დავალიანებების დაფარვას.

2012 წლის ბოლოს გემი გაიყიდა დომინიკის რესპუბლიკაში. როდესაც ის გადაყავდათ დანიშნულების ადგილას, შტორმის დროს თოკები გაწყდა და ამის შემდეგ, გემი დაიკარგა. მასზე არავინ იმყოფებოდა, ამიტომ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს არავინ ატარებდა.

თუმცა ამ გემის მოძებნა მაინც მოუწევთ, რადგან მან შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა გემებს, დაეჯახოს ან თავისზე პატარა გემები ისე დააზიანოს, რომ ჩაძიროს კიდეც. მისი უგზოუკვლო მარშუტები კი კვლავ ამოუხსნელი რჩება, არსებობს ვარაუდი,  რომ ის ბრაკონიერებმა დაისაკუთრეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39