პედაგოგების განცხადებით, ლაპიაშვილის დასჯა იმიტომ არ მოხდა, რომ მას თეა თუთბერიძე მფარველობდა

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 16:11

დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის დორექტორს, მაია ლაპიაშვილს სიღნაღის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ქიზიყი.ge იუწყება. ლაპიაშვილს რამდენიმე წლის წინ სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები უჩივიან. მაია ლაპიაშვილი ჩვენი მასწავლებლების უკანონოდ სამსახურიდან გამოყრისთვის უნდა გათავისუფლებულიყო დირექტორობიდან და მაგდენ შეცდომას არც ეგ დაუშვებდა ოთხ წელში და არც ჩვენ გაგვანადგურებდა მორალურად,“ – აცხადებს სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი მაყვალა მაძღარაშვილი. პროკურატურის მიერ საქმის შეთითხვნაზე საუბრობს სკოლის დირექტორი. "ეს პირველი სასამართლო სხდომა არ არის. ბოლო 6 წლის განმავლობაში 26 სასამართლო პროცესი გამოვიარე ჩვეულ სამუშაო რეჟიმში. არცერთიდან უკმაყოფილო არ წამოვსულვარ. ამ პროცესიდანაც , დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი წამოვალ. უკმაყოფილო დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ მაძლევენ მშვიდი ცხოვრების უფლებას. ამ დრომდე ჩემს სიმართლეს ყოველთვის ვამტკიცებ,“ – აცხადებს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი.
პროკურატურამ სასამართლოს დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მაია ლაპიაშვილი ამ დრომდე დირექტორის თანამდებობას იკავებს. ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, 12 მარტს სიღნაღის სასამართლოში ჩანიშნული სასამართლო პროცესი 20 მარტისთვის გადაიდო. გათავისუფლებული პედაგოგები აცხადებენ, რომ მაია ლაპიაშვილს თეა თუთბერიზე მფარველობდა და მისი დასჯა ამ დრომდე ამიტომ ვერ მოხერხდა.

დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის დორექტორს, მაია ლაპიაშვილს სიღნაღის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ქიზიყი.ge იუწყება.

 ლაპიაშვილს რამდენიმე წლის წინ სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები უჩივიან. "მაია ლაპიაშვილი ჩვენი მასწავლებლების უკანონოდ სამსახურიდან გამოყრისთვის უნდა გათავისუფლებულიყო დირექტორობიდან და მაგდენ შეცდომას არც ეგ დაუშვებდა ოთხ წელში და არც ჩვენ გაგვანადგურებდა მორალურად,“ – აცხადებს სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი მაყვალა მაძღარაშვილი.

პროკურატურის მიერ საქმის შეთითხვნაზე საუბრობს სკოლის დირექტორი. "ეს პირველი სასამართლო სხდომა არ არის. ბოლო 6 წლის განმავლობაში 26 სასამართლო პროცესი გამოვიარე ჩვეულ სამუშაო რეჟიმში. არცერთიდან უკმაყოფილო არ წამოვსულვარ. ამ პროცესიდანაც, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი წამოვალ. უკმაყოფილო დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ მაძლევენ მშვიდი ცხოვრების უფლებას. ამ დრომდე ჩემს სიმართლეს ყოველთვის ვამტკიცებ,“ – აცხადებს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი.

პროკურატურამ სასამართლოს დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მაია ლაპიაშვილი ამ დრომდე დირექტორის თანამდებობას იკავებს.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, 12 მარტს სიღნაღის სასამართლოში ჩანიშნული სასამართლო პროცესი 20 მარტისთვის გადაიდო. გათავისუფლებული პედაგოგები აცხადებენ, რომ მაია ლაპიაშვილს თეა თუთბერიზე მფარველობდა და მისი დასჯა ამ დრომდე ამიტომ ვერ მოხერხდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46