ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონულ კონფერენციას „ქალები პოლიციაში“ დაესწრო

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 14:30

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" რეგიონულ კონფერენციას „ქალები პოლიციაში" დაესწრო. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და ორგანიზებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის  ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში.

მისი მიზანია სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი პოლიციელი ქალები და მათი კოლეგები უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

კონფერენცია „ქალები პოლიციაში", რომელსაც წაუძღვებიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, 6 მარტს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41