ბაბილოში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 14:24

რესტორან "RIVERSIDE BABILO"-ში ,"ხელოვნების სახლის" ორგანიზებით,   საქველმოქმედო  ღონისძიება  გაიმართება.  საღამოს  პარტნიორია  მოდის სახლი  "ბისონი",  რომელმაც  ექსკლუზიურად ამ ღონისძიებისთვის შექმნა ძველი ქართული ორნამენტებით შესრულებული,  გათანამედროვებული თექის ქსოვილისგან დამზადებული საქორწილო კაბების კოლექცია.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ნაბადის" მოცეკვავეები, ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე საკუთარ ახალ შემოქმედებას სწორედ ამ კაბებით წარადგენენ. ამ ღონისძიების მხატვრულ მხარეზე ანსამბლ "ნაბადის" ხელმძღვანელი ნინო ტურაბელიძე იზრუნებს და მის მიერვე იქნება დადგმული საბავშვო გაზაფხული _ ზაფხულის კოლექციის პრეზენტაციის წარდგენაც.

კოლექცია შექმნილია "ხელოვნების სახლის" აღსაზრდელებისთვის დიზაინერების ანა ჩანგიანის და ირინა ბარბაქაძის მიერ. საღამოზე ასევე წარმოდგენილი იქნება დიზაინერ ირაკლი რუსაძისა და ანა ჩანგიანის მიერ შექმნილი საგაზაფხულო კოლექციის "შოუ-რუმი" და ასევე თექის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული აქსესუარების გამოფენა - გაყიდვა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება წარმოდგენილი ნამუშევრების აუქციონი, რომლის მიზანია, გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხით, "ხელოვნების სახლში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სასწავლო კურსების დაფინანსება.

ღონისძიება, 6 მარტს, 19 საათზე გაიმართება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41