ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა 775 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 13:28

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მიმდინარეობის შესახებ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელშიც განისაზღვრა პროექტის განვითარების ცალკეული საკითხები. მათ შორის, სამშენებლო, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და სხვ.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2013 წელს 175 მილიონი დოლარით დაფინანსდება. სულ, პროექტის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა 775 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ამ ეტაპზე, სამუშაოები, საერთო ჯამში, მესამედით არის შესრულებული. მშენებლობას ახორციელებს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“, სადაც მენეჯმენტი 2013 წლის დასაწყისში შეიცვალა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შედეგად ექსპლუატაციაში შესული სარკინიგზო მარშრუტი ევროპასა და ჩინეთს შორის დღეს არსებულ სხვა სატრანზიტო გზებს შორის უმოკლესი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57