სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" "კატოს" როლის შემსრულებელი ჰონორარის გამო შეცვალეს

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 13:13

პოპულარული ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" 9 მარტიდან ეთერში, მაყურებლისთვის საკმაოდ დიდი მოულოდნელობით გავა, რამაც უკვე აჟიოტაჟი გამოიწვია ხალხში.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ გმირს, კატოს, მსახიობ ნინო გაჩეჩილაძის ნაცვლად ლელა მებურიშვილი განასახიერებს. სერიალიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სექსუალური მსახიობის წასვლის მიზეზად დაბალი ჰონორარი სახელდება.

ასევე ცნობილია, რომ ლელა მებურიშვილი ერთადერთი ახალი სახე არ იქნება სერიალში. კიდევ რომელ ახალ მსახიობებს ვიხილავთ "ჩემი ცოლის დაქალებში", ამას 9 მარტიდან შევიტყობთ.

სერიალი ყოველ შაბათ-კვირას გავა ეთერში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46