ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 13:11

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნორვეგიისა და შვედეთის სამეფოებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნორვეგიის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან. ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოვა თემაზე:" ”საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ-გეოპოლიტიკური არჩევანი?”.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი შვედეთის თავდაცვის მინისტრთან, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან და პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

შვედეთის სამეფოში ალექსი პეტრიაშვილი შვედეთის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრასაც დაესწრება. შეხვედრაში მონაწილე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევით ინსტიტუტების წარმომადგენლებს სახელმწიფო მინისტრი სიტყვით მიმართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44