ხათუნა ბერძენიშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამდე, მაუწყებლის დატოვებას არ აპირებს

ორშაბათი, 04 მარტი, 2013 - 12:51

ამ დროისათცის საზოგადოებრივ მაუწყებელში არხის სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება. სხდომაზე საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი განიხილება. საბჭო ხათუნა ბერძენიშვილს და მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს მოუსმენს.

იმ კითხვებსა თუ პრეტენზიებზე, რაც ბერძენიშვილს გააჩნია, პასუხს ბარათაშვილი გასცემს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ბერძენიშვილის განცხადებით, ის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამდე არხიდან წასვლას არ აპირებს.ხათუნა ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და მის გათავისუფლებას თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5