პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

, 03 მარტი, 2013 - 22:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური  პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"გამომდინარე ინტერესიდან, რომელსაც მედია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრის მიმართ იჩენს, გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება ხვალ, 4 მარტს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის ერთ-ერთ რეზიდენციაში, რომელიც მთელს მე-11 სართულს იკავებს.

ხვალ, დილიდან ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სხვა შეხვედრები მთავრობის კანცელარიის მე-10 სართულზე, სადაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და მისაღებია განლაგებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა შედგება 15 საათზე, ერთი სართულით ზემოთ, პრეზიდენტის კაბინეტში. შეხვედრა დახურული იქნება მედიისთვის. სამუშაო შეხვედრის კადრებს მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერის პრესსამსახურების კამერები გადაიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41