ბიძინა ივანიშვილი დემოგრაფიული ფონდის დაარსების ინიციატივას მიესალმება

, 03 მარტი, 2013 - 21:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დემოგრაფიული ფონდის დაარსების ინიციატივას მიესალმება. ამის შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მივესალმები დემოგრაფიული ფონდის დაარსების ინიციატივას. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. გაერო-ს მონაცემებით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და თუ პრობლემას დროზე ვერ ვუშველით, თუ თანმიმდევრული და ამავე დროს სასწრაფო ნაბიჯს არ გადავდგამთ, ეჭვქვეშ დადგება ქართული სხაელმწიფოს ფიზიკური გადარჩენა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მთლიანად ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოზეა დამოკიდებული.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა. შევიმუშავებთ სპეციალურ კონცეფციას, რომელიც კონცეპტუალურად განსაზღვრავს პრობლემის გადაჭრის გზებს. თუმცა პრობლემა იმდენად დიდია, რომ ჩვენი საზოგადოების ღრმად გააზრებული და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობლივი დიდი ძალისხმევის გარეშე, ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ფონდის დაარსების ინიციატორებს და ყველას, ვინც ამ ფონდში შეტანილი წვლილით უდიდეს სამსახურს გაუწევს ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს", - აცხადებს ივანიშვილი.

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით დღეს  დაფუძნდა. ფონდის საპატიო თავმჯდომარე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა, ხოლო დამფუძნებელი არიან: დიმიტრი ხუნდაძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ანზორ თოთაძე და თაკო ჩხეიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46