პრეზიდენტი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება

, 03 მარტი, 2013 - 15:32

საქართველოს   პრეზიდენტი  მიხეილ  სააკაშვილი  ვიზიტით   არაბთა  გაერთიანებულ   საამიროებში   იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის პირველმა პირმა სასოფლო-სამეურნეო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბუდაბის კოლეჯსაც ეწვია და სწავლების მეთოდსა და დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა სასწავლებლის სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განათლების სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა,რომ ახალი თაობა აქტიურად უნდა იყენებდეს ტექნიკის უახლეს მიღწევებს.

მიმართვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბუდაბის კოლეჯში ახალი ინოვაციური პროგრამა- Itunes You ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55