შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედის დღე პირადად მიულოცა 8-შვილიან თანამშრომელს შორენა თოფურიას

, 03 მარტი, 2013 - 15:07

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედის დღე პირადად მიულოცა 8-შვილიან თანამშრომელს შორენა თოფურიას.  მინისტრის ბრძანებით, მრავალშვილიანი ქალბატონი პერსონალური კომპიუტერით დასაჩუქრდა.

შორენა თოფურიას ერთ–ერთ შვილს, რომელსაც უსახსრობის გამო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წელი ჰქონდა აღებული, სამინისტრო სრულად დაუფინანსებს სწავლას. ბაღის საფასური აუნაზღაურდებათ მრავალშვილიანი ოჯახის მცირეწლოვან შვილებსაც, სრულწლოვან შვილებს კი საშუალება მიეცემათ, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირება შსს–ში გაიარონ.

შორენა თოფურია საშტატო პოზიციიდან 2005 წელს გაათავისუფლეს. მას შეუჩერდა კაპიტნის წოდება და დღემდე ხელშეკრულების საფუძველზე, მინიმალური ანაზღაურებით, შსს აკადემიის თანამშრომელია. მინისტრის ბრძანებით, იგი შტატიანი თანამშრომელი გახდება და წარდგენილი იქნება პოლიციის წოდების მინიჭებაზე.

გარდა ამისა, მინისტრის სახელით დედის დღე, სამინისტროს წარმომადგენლებმა მრავალშვილიან თანამშრომლებს რეგიონებშიც მიულოცეს. საჩუქრები და ფულადი პრემიები მესტიაში მცხოვრებ 6 შვილის დედას ნანი გამყრელიძეს და ქობულეთის რ-ნის სოფ.ბუკნარში მცხოვრებ, ასევე 6 შვილის დედასაც გადასცეს.

მესტიაში მცხოვრები 6 შვილის დედას, ნანი გამყრელიძის ორ სტუდენტ ქალიშვილს სწავლის საფასურს შსს სრულად აუნაზღაურებს, მრავალშვილიანი დედის 29 წლის ვაჟი კი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით სტაჟირებას შსს–ში გაივლის. სამინისტროსგან საჩუქრად ნანი გამყრელიძეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, დედის დღესთან დაკავშირებით დასაჩუქრდა ქობულეთის რ–ნის სოფ. ბუკნარში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა ნანული ასაბაძე.მას ოჯახის ორი ინვალიდი წევრის – ქმარ–შვილის სამკურნალოდ ბანკის სესხი აქვს აღებული. შს მინისტრის ბრძანებით, სამინისტრომ დავალიანება სრულად აუნაზღაურა, ასევე დაიფარება მედიკამენტების ხარჯები. ნანული აბესაძის 21 წლის ვაჟი კი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით შსს–ში სტაჟირებას გაივლის. მინისტრის ბრძანებით, ოჯახი დასაჩუქრდა პერსონალური კომპიუტერითაც. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59