ბიძინა ივანიშვილი ყველა დედას 3 მარტს, დედის დღეს ულოცავს

, 03 მარტი, 2013 - 14:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და ყველა დედას 3 მარტს, დედის დღეს ულოცავს.

"3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაული, უკვე ოც წელზე მეტია აღინიშნება და კარგ ტრადიციად იქცა. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას. შვილებს კი ვუსურვებ, მუდამ ჰქონდეთ უნარი, სითბო და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს", - ნათქვამია პრემიერის  მიმართვაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57