ვწუხვარ, რომ სააკაშვილმა რუსეთის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებაში აზერბაიჯანიც გარია - ნოვრუზ მამედოვი

, 03 მარტი, 2013 - 01:59

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოვრუზ მამედოვი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ აზერბაიჯანში ვიზიტისას  გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

როგორც უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, პრეზიდენტის განცხადებამ, რომ საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანს რუსეთი დესტაბილიზაციის საფრთხეს უმზადებს, მისი გაკვირვება გამოიწვია. მისივე თქმით, ამ ორი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და თუ სააკაშვილი ასე თვლის, ეს მხოლოდ მისი თვალსაზრისია და  არა რეალობა.

"აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში თუ შეიძლება პარალელების გავლება, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს უამრავი განმასხვავებელი ფაქტორებიც.  ამ ორ ქვეყანას აქვს განსხვავებული მიმართულებები საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ საქართველოსგან აშკარად განსხვავებული პოზიცია გვაქვს. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, თითქოსდა რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანული დიასპორა სახიფათო მოღვაწეობას ეწეოდეს თავისი ქვეყნის მიმართ, ეს მხოლოდ სააკაშვილის თვალსაზრისია და სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა ნოვრუზ მამედოვმა Newtimes-სთან ინტერვიუში. 

"ვწუხვარ, რომ სააკაშვილმა რუსეთის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებაში აზერბაიჯანიც გარია", - დასძინა მამედოვმა. 

შეგახსენებთ, ბაქოდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმ სცენარს ამზადებს, რაც მან საქართველოსთან მიმართებაში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას გამოიყენა. მისი თქმით, რუსეთი ამ მიზნით ოლიგარქებს, რუსულ კაპიტალს, შანტაჟს და სხვადასხვა პროვოკაციულ გზებს იყენებს. სააკაშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთში შეიქმნა დიასპორა რამდენიმე მილიარდერის, მათ შორის ალეკპეროვის და სადიკოვის მეთაურობით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5